ძირითად კონტენტზე გადასვლა

საქართველოს მიწა ქართული მომავლისთვის

— ვაქციოთ თავისუფალი რესურსი რეალურ შესაძლებლობად

საქართველოს თითოეულ კუთხეში ათასობით ჰექტარი მიწაა, რომელიც დღეს სრულიად უძრავად, უმოქმედოდ დგას და თავის პოტენციალს ელოდება. ჩვენი პლატფორმის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის: ქართული მიწა დარჩეს ქართველების ხელში და ემსახუროს ქვეყნის ძლიერებას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებასა და ახალი, ღირებული პროექტების შექმნას.

მიწა უბრალოდ უძრავი ქონება არ არის — ეს არის შესაძლებლობა, რომელმაც სწორი ექსპლუატაციითა და გონივრული ათვისებით სრულიად ახალი სიცოცხლე უნდა შეიძინოს.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის?

  • ეროვნული ინტერესი და სწორი ათვისება: თავისუფალი მიწების რაციონალური გამოყენება საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ეკოლოგიური, აგრო, ტურისტული თუ საცხოვრებელი პროექტები, რომლებიც უშუალოდ ქართულ საქმეს და ადგილობრივ წარმოებას წაადგება.
  • ბუნების დაცვა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა: ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ და უდიდესი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ბუნება არ დავაზიანოთ და არ გავანადგუროთ. პირიქით — ჩვენი მოვალეობაა მოვუაროთ და ვიზრუნოთ მასზე, რათა მისგან გონივრული, ჯანსაღი და ბუნებრივი რესურსები მივიღოთ.
  • მყიდველისა და გამყიდველის საიმედო ხიდი: ჩვენ ვქმნით სივრცეს, სადაც მიწის მფლობელიც და ინვესტორიც (თუ მოიჯარე) იღებენ მაქსიმალურ სარგებელს, გამჭვირვალე და სანდო გარემოში.
  • რესურსების გაცოცხლება: მიწა, რომელიც დღეს ტყუილად ცდება, ხვალინდელი დღის სტაბილური შემოსავალი და სასარგებლო პროდუქტია მთელი ქვეყნისთვის.
  • გონივრული პარტნიორობა: ყიდვა-გაყიდვა იქნება თუ იჯარა — მთავარი პრინციპი ურთიერთსარგებელი და პროექტის ხარისხიანი რეალიზებაა.

ჩვენი ჰაბი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სურს საკუთარი მიწა სწორ ხელში მოხვდეს ან იპოვოს ქართველი მშრომელი ადამიანი, ახალი იდეის განსახორციელებლად.

გავუფრთხილდეთ ბუნებას, გამოვიყენოთ ჩვენი მიწის პოტენციალი სწორად — შევქმნათ ღირებული, ქართული საქმე ერთად!

გაზიარება
5.0 ★★★★★ 1 შეფასება

მკითხველის შეფასება

რეიტინგი და რევიუები

შეგიძლიათ დატოვოთ მხოლოდ რეიტინგი. ტექსტური რევიუ სურვილისამებრ იწერება და საჯაროდ გამოქვეყნებამდე მოწმდება.

თქვენი შეფასება
რეიტინგის დატოვება შეგიძლიათ რევიუს გარეშე.