სტუდია „ნაკვეთი“
ჩვენ შესახებ
მიწის ნაკვეთებზე სპეციალიზებული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პროფესიონალურ განცხადებებს, SEO/ლენდინგ მომსახურებას და რეგიონულ რეალტორებს.
ჩვენი მიზანი
მიწის ნაკვეთის გაყიდვის პროცესი გავხადოთ უფრო გასაგები, სანდო და შედეგზე ორიენტირებული — სწორი მონაცემებით, პროფესიონალური პრეზენტაციით და მომსახურეობით. ქართული მიწა შეიძინოს ქართველმა და ისარგებლოს გონივრულად. რაც შეიძლება მეტი მოცდენილი მიწა ამუშავდეს და გახდეს ნაყოფიერი. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საინტერესო აგრო პროექტების განხორციელებას და განვითარებას. მაქსიმალურად ვეცადოთ რომ ქართული მიწა დარჩეს ქართველს და გამოყენებული იქნას ქართულის საქარმოებლად, ასაშენებლად და განსავითარებლად.
ჩვენი ხედვა
საქართველოში მიწის ნაკვეთებისთვის შევქმენით სპეციალიზებული ციფრული გარემო, სადაც მესაკუთრე მიიღებს 3 პროფესიონალურ მომსახურეობას, მყიდველი შეძლებს სრულფასოვანი მონაცემების ორგანიზებულ გარემოში გაცნობას და სასურველი ნაკვეთის შერჩევას კომფორტულად, ხოლო ადგილობრივი პროფესიონალი რეალტორი გაამარტივებს და დაეხმარება პროცეს სწრაფად გადაწყვეტაში. ეს ყველაფერი უკვე შექმნილია ორგანიზებულ და გამართულ ციფრულ გარემოში.
ჩვენი კონტექსტი
რატომ შეიქმნა „ნაკვეთი“
საჭიროებიდან გამომდინარე. მიწის ნაკვეთის გაყიდვას დღევანდელ რეალობაში უამრავი გაუგებარი მოუხერხებელი, უშედეგო ფაქტები და ქმედებები ახლავს თან. ხშირად აკლია ზუსტი ინფორმაცია, ხარისხიანი პრეზენტაცია და ადგილობრივი მხარდაჭერა. ყველაფერი გაბნეულია და არასრულად გავრცელებული. სტუდია „ნაკვეთი“ აერთიანებს ამ პროცესს ერთ სივრცეში — განაცხადიდან გამოქვეყნებამდე და დაინტერესებულ პირთან დაკავშირებამდე. ერთი სივრცე 3 საჭირო, შედეგზე ორიენტირებული მომსახურეობა და სრულყოფილი ციფრული გარემო, აქ თავს მოიყრის ნამდვილი და რეალური მესაკუთრეებიც და მომავალი მფლობელებიც, ხოლო სურვილის შემთხვევაში მათ დასახმარებლად, ყველა რეგიონში გვეყოლება რეალტორი, ვინც თქვენს გარიგებას ჩვენი დახმარებით (მუშაობის მკაცრი წესების დაცვით) მოკლე დროში და სარფიანად დახურავს.
ერთი პლატფორმა · 3 მიმართულება
რას გთავაზობთ
აქტიური მომსახურებები და მათი პირობები.
განცხადების შეთავაზების პროფესიონალური დამუშავება და განთავსება
თქვენი მონაცემები, ფოტოები და ინფორმაცია მუშავდება პროფესიონალურ შეთავაზებად და განთავსდება პლატფორმაზე.
- ინფორმაციის და ფოტოებისა დამუშავება
- გაყიდვაზე ორიენტირებული შეთავაზების ტექსტის მომზადება
- განცხადების განთავსება 5 აქტიურ პლატფორმაზე
პროფესიონალური შეთავაზების გვერდი — SEO ოპტიმიზაციით
თქვენი ნაკვეთისთვის იქმნება დამოუკიდებელი, პროფესიონალური შეთავაზების გვერდი გამართული SEO სტრუქტურით.
დეტალების ნახვარეგიონული რეალტორის მომსახურება
ადგილობრივი რეალტორი უზრუნველყოფს ნაკვეთის ჩვენებას, დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაციასა და პროცესის კოორდინაციას.
დეტალების ნახვაიმეილ მარკეტინგის მომსახურება
იქმნება პროფესიონალური პრეზენტაცია და ეგზავნება ბაზაში არსებულ პოტენციურ მყიდველთა მიზნობრივ აუდიტორიას.
- პრეზენტაციის მომზადება
- მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევა
- კამპანიის გაგზავნა
განცხადების განთავსება უფასოდ
განათავსეთ მიწის ნაკვეთის განცხადება დამატებითი საფასურის გარეშე.
- განცხადების შექმნა
- ძირითადი ინფორმაციის განთავსება
- საჯარო პროფილი
პროცესი
როგორ ვმუშაობთ
მარტივი, გამჭვირვალე და კონტროლირებადი პროცესი.
- 01
მონაცემების მიღება
ვიღებთ მიწის ნაკვეთის ძირითად მონაცემებს, საკადასტრო კოდს, ფოტოებსა და საჭირო კონტექსტს.
- 02
დამუშავება და გადამოწმება
ვამოწმებთ სავალდებულო ინფორმაციას და ვამზადებთ მკაფიო, მომხმარებელზე ორიენტირებულ პრეზენტაციას.
- 03
გამოქვეყნება და SEO
დამტკიცებული მასალა ქვეყნდება სწორ სტრუქტურაში, საჭიროების შემთხვევაში — ინდივიდუალური ლენდინგითა და SEO -ს გამართვით.
- 04
დაინტერესებულ პირთან კავშირი
მყიდველს შეუძლია დაუკავშირდეს პლატფორმას, მესაკუთრეს ან შესაბამის რეგიონში მოქმედ რეალტორს.
პრინციპები
რას ვეყრდნობით
- ზუსტი და გასაგები ინფორმაცია
შემდეგი ნაბიჯი
გაქვთ მიწის ნაკვეთი?
აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი მომსახურება ან დაგვიკავშირდით — დაგეხმარებით სწორი ფორმატის შერჩევაში.
